კომპანია

"გერმანული სავაჭრო ცენტრი" 2017 წელს   თბილისი მოლიდან 3 კმ-ში, მცხეთის გზატკეცილზე გაიხსნა. მაღაზია 15 წლიანი გამოცდილებისმქონე საერთაშორისო გერმანული გადამზიდი კომპანიის ,,Vantrans‘‘-ის შვილობილია.

სავაჭრო ცენტრის ძირითადი მიზანია -  საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ჯანსაღი გარემოს შექმნის სასიცოცხლო აუცილებლობის კუთხით.

აქ, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ახალი და ორიგინალური დიზაინის, ასევე ძველებური, მეორადი  ავეჯი.

 მაღაზიაში არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნივთების,  არამედ გერმანული პარფიუმერიის, ჰიგიენის საშუალებების  სასაჩუქრე აქსესუარების და  სუვენირებს ფართო ასორტიმენტიც გელით.

"გერმანული სავაჭრო ცენტრი" გთავაზობთ  ევროპიდან ნებისმიერი სახის ავეჯის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა თუ ტექნიკის შერჩევას და ჩამოტანას.

კომპანია ორიენტირებულია განვითარებასა და სიახლეებზე.

გერმანული სავაჭრო ცენტრი გპირდებათ, რომ შეგიქმნით ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო  გარემოს, იქნება თქვენი ეკო-მეგობარი  კომპანია, რომელიც სასურველ კომფორტს ტყის და სხვა ბუნებრივი რესურსების განადგურების და მასზე ნეგატიური ზემოქმედების გარეშე შეგიქმნით!