მაკა ზამბახიძის რჩევები ექსკლუზიურად გერმანული სავაჭრო ცენტრის მომხმარებლებს

მომღერალმა ჩვენი მაღაზია რამდენიმე თვის წინ აღმოაჩინა და მას შემდეგ გერმანულ სავაჭრო ცენტრს ხშირად სტუმრობს.

17/07/2021

ყველასთვის, ცნობილია, რომ მომღერალი მაკა ზამბახიძე ოჯახთან ერთად წყნეთში, მყუდრო ხის სახლში ცხოვრობს. ტყის პირას აშენებული სახლის მოწყობას  მაკა დღემდე განაგრძობს და ცდილობს სახლს რაც შეიძლება მეტი ინდივიდუალური შტრიხი შესძინოს. მომღერალმა ჩვენი მაღაზია რამდენიმე თვის წინ აღმოაჩინა და მას შემდეგ გერმანულ სავაჭრო ცენტრს ხშირად სტუმრობს.

როგორ აღმოაჩინეთ ჩვენი სავაჭრო ცენტრი და რა ნიშით გამოარჩევდით მას საქართველოში არსებულ მაღაზიებს  შორის?

,,თქვენი მაღაზია ჩემმა განუყრელმა მეგობარმა რატი დურგლიშვილმა მაპოვნინა. მიუხედავად იმისა, რომ 6 წელია წყნეთში გადავედი  საცხოვრებლად ჯერ კიდევ არ დამისრულებია ავეჯის და სახლისთვის აუცილებელი დეკორის  შეძენა და ძალიან მიხარია, რომ გერმანული სტანდარტების მიხედვით დამზადებული პროდუქციის  შეძენა შემიძლია თქვენთან. ქართული წარმოებაც მიყვარს, მაგრამ ამ შემთხვევაში უპირატესობას რა თქმა უნდა ევროპულს ვანიჭებ. "

რა შეიძინეთ  ჩვენთან და როგორ შეაფასებდით ხარისხს?  

,,სულ პირველად, პანდემიის პერიოდში დედაჩემისთვის ვეძებდი კომფორტულ და ხარისხიან დივანს, ზუსტად ისეთი დამხვდა თქვენთან როგორიც მინდოდა- დახვეწილი, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული და მოდური.   მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შევმატე ჩემს სახლს. განსაკუთრებულად მიზიდავს მეორადი ავეჯი, სადაც ისეთი მასიური ხის მოდელები გაქვთ, რომლებიც დღეს ნაკლებად იწარმოება. ისე მომწონს ყველაფერი რომ, რომ მოვდივარ  წასვლა აღარ მინდა ხოლმე."

ვისთან ერთად გიყვართ ავეჯისა და სხვა საყოფაცხოვრებო  ნივთების  შერჩევა?

,,სიმართლე გითხრათ, მარტო მიყვარს, რადგან უფრო მშვიდად და დაკვირვებით ვარჩევ ჩემთვის სასურველ პროდუქციას."

რატომ  ანიჭეთ  ხეს  უპირატესობადა სხვა რა დეტალებს  ითვალისწინეინტერიერის დიზაინის შექმნისას?

,,წყნეთში ხის სახლი იმიტომ ავაშენე, რომ ბუნებაში ძლიან ლამაზად ჯდება ხის ფაქტურა. ცხადია უპირატესობას ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ვანიჭებ, მაგრამ ზოგადად ყველაფერი მაღალ დონეზე გაკეთებული მომწონს."

რა არის თქვენთვის სახლი?- რომელია თქვენი  საყვარელი კუთხე, სადაც ყველაზე კომფორტულად და მშვიდად გრძნობთ თავს?

,,ყველაზე მეტად მიყვარს  ჩემს მწვანე ეზოში  დასვენება, სადაც  ვტკბები ფრინველების ჟღურტულით, ამასთან  გამორჩეულად მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსიც."

როგორ  უნდა შექმნას  ადამიანმა ისეთი ინტერიერი, რომელშიც სიამოვნებით  იცხოვრებს?

,,ვფიქრობ ყველა ადამიანმა უნდა მოუსმინოს  საკუთარ ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს  და საჭიროებების მიხედვით  შეიქმნას ისეთი გარემო, რომელშიც მაქსიმალურ სიმყუდროვეს იგრძნობს."

და ბოლოს, რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა აპირებენ  სახლის მოწყობას? გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება, რა უნდა გაითვალისწინონ ინტერიერის დიზაინის შერჩევისას?

,,მე პირადად ძალიან მომწონს და მსიამოვნებს სახლის მოწყობის პროცესში სრული ჩართულობა. შავი კარკასის დასრულებამდე ვურჩევდი კარგად გათვალონ ისეთი დეტალები, როგორიც არის მაგალითად ელექტრო გაყვანილობა. ინტერიერის მოსაწყობად კი აუცილებლად ესტუმრონ გერმანულ სავაჭრო ცენტრს და შეიქმნან ნამდვილი გერმანული კომფორტი. მე საჭირო დროს აღმოვაჩინე თქვენი მაღაზია, სადაც ჩემი მოთხოვნილებები სრულად დაკმაყოფილდა."