რატომ უნდა შეიძინოთ გერმანული წარმოების ავეჯი?

18/09/2020

ხარისხის ერთ-ერთ გარანტად ევროპული, განსაკუთრებით, გერმანული წარმოება ითვლება. გერმანიაში პროდუქტის წარმოების ხარისხს სახელმწიფო მკაცრი კანონმდებლობით არეგულირებს. სწორედ ამიტომ, მთელ მსოფლიოში "Made in Germany" ყველასთვის უმაღლეს ხარისხთან ასოცირდება. 

როგორც  გერმანიის ავეჯის ინდუსტრიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, იანორ კურტი აცხადებს -  სულ უფრო მეტი კომპანია უერთდება გერმანიის ავეჯის ხარისხის ასოციაციას, რაც გულისხმობს უმაღლესი ხარისხის სტანდარტებისმქონე პროდუქციის წარმოების გაზიარებას.

ასოციაციის გენერალური მენეჯერი ვოლკერ ფასბენდერი კი გერმანული ავეჯის მაღალი საერთაშორისო პატივისცემის შთამბეჭდავ მტკიცებულებებზე საუბრობს და ამბობს, რომ ბოლო  წლების განმავლობაში გერმანულ ავეჯზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა განსაკუთრებით არაევროპულ ბაზრებზე (რუსეთში; აშშ-ში, იაპონიაში, ინდოეთსა თუ კორეაში...)

გერმანული ავეჯის უპირატესობებია :

  • ევროპული სტანდარტი

 

  • ეკოლოგიურად სუფთა მასალა

 

  • მაღალი ხარისხი

 

  • დახვეწილი დიზაინი

 

  • უნიკალური და თანამედროვე პროდუქცია

 

  • კომფორტული და ანტიალერგიული მასალა

 

  • გამძლეობა

საქართველოში ევროპულ ხარისხიზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება.

უკვე მესამე წელია, რაც გერმანული სავაჭრო ცენტრი  გერმანიაში წასვლის გარეშე საქართველოს მოსახლეობას ხელმისაწვდომ ფასად ადგილზე სთავაზობს საყოფაცხოვრებო ნივთების ფართო ასორტიმენტს: გერმანულ ავეჯს, პარფიუმერიას, სასაჩუქრე აქსესუარებს და ა.შ.

"გერმანული სავაჭრო ცენტრი" გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას ერთ სივრცეში შეარჩიოთ, როგორც ინდუსტრიული, ასევე კლასიკური მოდელები; შეუხამოთ ერთმანეთს ვინტაჟური და თანამედროვე სტილის ელემენტები. აქ მოსულ მომხმარებელს შეუძლია საკუთარ სახლს შესძინოს ყველასგან გამორჩეული და განსხვავებული სტილის ,,გერმანული კომფორტი“.

ორსართულიან სავაჭრო ცენტრში, რომელიც მდებარეობს მცხეთის გზატკეცილზე, (თბილისი მოლიდან 3 კმ - ში), შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ახალი, ხარისხიანი და განსხვავებული დიზაინის მქონე ავეჯი, ასევე ძველებური ნივთები, რომლებიც შეგაგრძნობინებთ სიძველის გემოს, ასევე გამოგზაურებთ უახლოეს და შორეულ წარსულში.