განახლება და მისი როლი ჩვენს ცხოვრებაში

 

 

22/03/2022

ყველაფერი, ბუნების ციკლით და უმარტივესი ორგანიზმებით დაწყებული, მუდმივ განახლებას განიცდის, ამიტომ ჩვენთვისაც, ადამიანებისთვის, განახლება აუცილებლობას წარმოადგენს.
 
გრძნობ რომ დროა რაღაც შეცვალო? ეს ნიშანია. შენს ცხოვრებას სიახლეები სჭირდება, თუნდაც უმნიშვნელო.

განახლება ჯადოსნური სიტყვაა, რამდენადაც ჩვენ თავად ვართ ჯადოსნურები ჩვენი შესაძლებლობებით, ჩვენი ხედვების მრავალფეროვნებით და უნარით, შევცვალოთ საკუთარი ბედი, ვიზრუნოთ საკუთარი კეთილდღეობისთვის და ავამაღლოთ ჩვენი ცხოვრების დონე.
 
ცვლილება შეიძლება იყოს მრავალგვარი, ყველაფრის ფუნდამენტი კი ის გარემოა, სადაც იქმნება ჩვენი განწყობა. სახლი, სადაც ვიძინებთ და ვიღვიძებთ, ადგილები, სადაც ვატარებთ უმეტეს დროს და ნივთები, რომლებითაც ვართ გარემოცულნი. ერთმა სულ პატარა ცვლილებამაც კი შეიძლება მოგვიტანოს დიდი შთაგონება და ინსპირაცია, მოგვცეს მოტივაცია და შეჰმატოს ჩვენს ცხოვრებას ხალისი. როგორც ილონ მასკი, სფეის იქსის დამფუძნებელი, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და წარმატებული ადამიანი იტყოდა, ‘’უნდა ეძებო მიზეზები, რის გამოც დილით ადგები და ცხოვრების სურვილი გაგიჩნდება.‘’
 
ხშირად ადამიანებს უჭირთ სიახლეების მიღება, ან ახალი ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ეს არასწორია. სჯობს გარისკო და ბოლოს მიიღო კუთვნილი შამპანური, კომფორტი თუ აღიარება. თუნდაც უბრალოდ კარგი გაკვეთილი იმისა, რა აღარ გააკეთო მომავალში.
 
ჩვეულებრივ, ცხოვრება ძალზე რუტინულია და ამ ემოციურ დაღმასვლას ვერაფერი აფერხებს ისე, როგორც ცვლილებები. ცვლილებები და სიახლეები აფხიზლებს გონებას.
ყველაფერს მტვერი ეცემა და ყველაფერი ძველდება, რაც უძრაობაშია.
გამოაღვიძე შენი თავი, როდესაც გრძნობ, რომ ყველაფერი მოსაწყენი გახდა.
გაახილე თვალები. შეხედე და მოუსმინე სამყაროს თავიდან.